ჩვენ

შესახებ

   ჩვენ შესახებ
   პირველი და ერთადერთი

JAKO FM საქართველოში პირველი და ერთადერთი რადიოა, რომელიც 12 წელია ერთგულად ემსახურება სპორტის სფეროს პოპულარიზაციის ღირსეულ მისიას. მაუწყებლობს 2006 წლის 15 იანვრიდან, FM 96.3 სიხშირეზე. რადიო ატარებს ქართველი მსახიობის, სახალხო არტისტის და სპორტული კომენტატორის, კოტე მახარაძისა და ქართველი სპორტული კომენტატორის, ჯამლეტ ხუხაშვილის სახელს. რადიო JAKO FM სისტემატიურად აშუქებს ყველა სპორტულ მოვლენას საქართველოს მასშტაბით და საერთაშორისო არენაზე. ახორციელებს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებასა და მედიაპარტნიორობას, ასევე ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.

  ქართული სპორტის მხარდამჭერი

2013 წლიდან, JAKO FM ქართული სპორტის ოფიციალური პარტნიორი გახდა, რომლის ფარგლებშიც რადიო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ყველა ქართულ ჩემპიონატს თუ სხვა სპორტულ წამოწყებებს.

 
  ქართული ტურიზმის მხარდამჭერი

სპორტულთან ერთად, რადიო JAKO FM საქართველოსა და მსოფლიოს შესახებ უამრავ სხვა მოვლენასაც აშუქებს. JAKO FM-ის გუნდმა ერთ-ერთმა პირველმა დანერგა შემეცნებით-ტურისტული რადიო გადაცემების მიმართულება, რომლის მეშვეობითაც მსმენელი მრავალ სიახლეს ეცნობა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს შესახებ.

  ჩვენ გვაჯილდოებენ

JAKO FM არაერთი ჯილდოს თუ საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელია. სწორად დაგეგმილი სამუშაო პროცესი, საინტერესო საეთერო გადაცემები, თანამშრომელთა პროფესიონალიზმი და მუდმივი აქტივობა ჩვენი გუნდის წარმატებას განაპირობებს.

საერთაშორისო სერთიფიკატი Leader of the Branch 2016 - საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირი;

სპეციალური სერთიფიკატი განათლების საერთაშორისო გამოფენაში აქტიური მონაწილეობისთვის - საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“;

სპეციალური სერთიფიკატი - საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის - თბილისის მერია;

მადლობის სერთიფიკატი/JAKO FM-ის ტალღა შავ ზღვაში - აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი;

მადლობის სერთიფიკატი - ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო (IWAG).

 

მულტიმედია პლატფორმა 4U

რადიო არის მულტიმედია პლატფორმის 4U-ს ნაწილი. 

4U.ge წარმოადგენს უნიკალურ მულტიმედია ჯგუფს, რომელიც აერთიანებს რადიოებს JAKO FM, LIFE FM, შოკოლადი.

 

შესაბამისობის დეკლარაცია

ლიცენზია

პროგრამა

  • Coldplay, Dido, Robbie Williams, Sugabab...

    Do They Know It's Christmas
  • Mariah Carey

    Christmas Time Is In The Air Again